თეგი: ანდჟეი დუდა

საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტები თბილისის აეროპორტში განცხადებას გააკეთებენ

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა თბილისში ტრანზიტული ვიზიტით იმყოფება. საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტები, სალომე ზურაბიშვილი და ანდჟეი დუდა თბილისის აეროპორტში მედიისთვის განცხადებას გააკეთებენ. ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

პრეზიდენტი: აგრესიას მომავალი არ აქვს, სამხედრო ქმედებები წარსულია. ვისაც ეს არ ესმის და აწუხებს ძველი იმპერიული ზრახვები, არ ესმის, როგორია 21-ე საუკუნის მსოფლიო

„სამხედრო ქმედებები, ძალის გამოყენება წარსულს ეკუთვნის, ანაქრონისტულია დღევანდელ დღეს და სხვა გზა არ გვაქვს დღევანდელი გლობალური გამოწვევების წინაშე თუ არა, მოვნახოთ მშვიდობიანი გზები და ვისაც ეს არ ესმის და აწუხებს ძველი იმპერიული ზრახვები, მას დღეს არ ესმის, როგორია 21-ე საუკუნის მსოფლიო“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის აეროპორტში გამართფულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც თბილისში ტრანზიტული ვიზიტით მყოფ პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ერთად გამართა. სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატა და აღიშნა, რომ ეს არ არის მხოლოდ სიტყვიერი სოლიდარობა, ეს არის სოლიდარობა იმ ქვეყნის მხრიდან, რომელმაც უკვე განიცადა და დღემდე განიცდის ოკუპაცია. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დეესკალაციისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს. „დღეს ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა მშვიდობიან მოლაპარაკებას და ვიცი, რომ ყოველმხრივ მიმდინარეობას მცდელობები, რომ ამ დაძაბული ვითარებიდან გამოვიდეთ, რამეთუ აგრესიას მომავალი არ აქვს, შედეგი არა აქვს. ეს სამხედრო ქმედებები, ძალის გამოყენება წარსულს ეკუთვნის, ანაქრონისტულია დღევანდელ დღეს და სხვა გზა არ გვაქვს დღევანდელი გლობალური გამოწვევების წინაშე თუ არა, მოვნახოთ მშვიდობიანი გზები და ვისაც ეს არ ესმის და აწუხებს ძველი იმპერიული ზრახვები, მას დღეს არ ესმის, როგორია 21-ე საუკუნის მსოფლიო. მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ უკრაინის სუვერენიტეტი ბოლომდე იქნება დაცული და რომ მოლაპარაკებები იქნება შედეგიანი და ეფექტიანი. ეს ჩვენი საერთო ინტერესია. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპები იქნება დაცული ამ მოლაპარაკებებში, არამედ ჩვენი ყველა ინტერესი იქნება ამ კონსულტაციებში სრულიად დაცული და ამისთვის წინასწარ მინდა, რომ ჩვენს პარტნიორებს მადლობა მოვახსენო“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რა გზავნილებით ჩამოვიდა ანდჟეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები კვლავ გაგრძელდება და ორშაბათს მორიგი შეხვედრები გაიმართება. პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჰქონდა კონსულტაციები აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და სურს, წარმოადგინოს ის ინფორმაცია, რომელიც პოლონეთს, როგორც ევროკავშირის ქვეყანას აქვს უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ და უკრაინის ირგვლივ. მისივე თქმით, შედგა მნიშვნელოვანი კონსულტაცია თბილისთან. ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ტრაგიკული გამოცდილება რუსეთთან დაკავშირებით. ანდჟეი დუდას თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არის არამხოლოდ ევროპის საქმე, არამედ ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი. „ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო მოწვევისთვის, იმისთვის, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩამოვსულიყავი თბილისში, გამეზიარებინა ჩემი ცოდნა და ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ არის მხოლოდ ევროპის საქმე, თამამად შემიძლია აღვნიშნო, რომ ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი. მქონდა სხვადასხვა პრეზიდენტთან შეხვედრები - ჩინეთის პრეზიდენტთან, ასევე გაეროს წარმომადგენლებთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან. მინდა, აღვნიშნო, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობლივი ქმედება. ორშაბათს დაგეგმილია შემდგომი კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ, ერთის მხრივ ხართ უკრაინის აღმოსავლეთი მხარე და ჩვენ ძალიან ახლოს ვართ უკრაინასთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება უკრაინის ტერიტორიაზე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ და წარმოგიდგინოთ ის გადაწყვეტილებები და გამართული კონსულტაციები, რაც განხორციელდა ამ უახლოეს დღეებში“, - განაცხადა ანდჟეი დუდამ. მისივე თქმით, თბილისში განხორციელდა კონსულტაციები მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია: „საქართველოსთან მე მაკავშირებს განსაკუთრებული გრძნობა, მეგობრული ურთიერთობა, ვინაიდან, საქართველო ასევე არის ზუსტად ის ქვეყანა, სადაც 2008 წელს ჩამოვიდა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან მხარს ვუჭერთ საქართველოს. ძალიან მიშვნელოვანია, თქვენ გაეცნოთ პოლონეთის ხედვას, ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ მქონდა კონსულტაციები აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან. მინდა, წარმოგიდგინოთ ის ინფორმაცია რომელიც ჩვენ, როგორც ევროკავშირის ქვეყანას გვაქვს უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ და უკრაინის ირგვლივ. ჩემი თანამშრომლები ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივად მუშაობენ. საქართველოს აქვს ტრაგიკული გამოცდილება რუსეთთან დაკავშირებით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ქალბატონმა პრეზიდენტმა თავისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ  აღნიშნა. ასევე მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობლივი, ეფექტური კონსულტაციებით მეტი ძალისხმევა გამოვიწვიოთ ამ კუთხით, ვინაიდან ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა უკრაინის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენ სოლიდარობას და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. დიდი მადლობა საქართველოს, მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო არის ჩვენი მოკავშირე ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მეგობრობა. მომავალ კვირაში ვგეგმავ ვიზიტებს და კონსულტაციებს როგორც ბრიუსელში, ასევე ბერლინში. მნიშვნელოვანი იყო კონსულტაცია საქართველოს პრეზიდენტთან, და ასევე მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამისთვის და იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში ახალ ინფორმაციას მოგაწვდით“,-განაცხადა ანდჟეი დუდამ.

საქართველოს პრეზიდენტი: აგრესიული ქმედებები, მუქარა, სამხედრო ძალების გააქტიურება შავ ზღვაზე - ნიშანია, რამდენად არის რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა გადასული პროვოკაციაზე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე, ნიშანია იმის, თუ რამდენად არის გადასული პროვოკაციაზე რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა, რაზეც მთელი ევროპული, დასავლური სამყარო პასუხობს მოლაპარაკებებით. „აგრესიული ქმედებები, მუქარა, იქნება ეს კიბერშეტევები თუ პირდაპირ სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე, იგივე სამხედრო ძალების გააქტიურება შავ ზღვაზე, ყველაფერი არის ნიშანი იმის, თუ რამდენად არის გადასული პროვოკაციაზე რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა, რაზეც მთელი ევროპული, დასავლური სამყარო პასუხობს მოლაპარაკებებით, მცდელობებით, რომ დარეგულირდეს ეს მდგომარეობა და დეესკალაციისკენ წავიდეს ეს დაძაბული ვითარება, მაგრამ დეესკალაციისთვის, როგორც მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს. ამ ძალიან დაძაბულ ვითარებაში მე მინდა, რომ საქართველოს სახელით გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა ჩვენი მეგობარი უკრაინის მიმართ და არამხოლოდ უკრაინის მიმართ, რამეთუ ის საფრთხეები, რაც არსებობს, რეალურად არის საფრთხეები, რომლებიც ემუქრება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას და თუ ვლაპარაკობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, ეს ასევე არის ჩვენი უსაფრთხოება. ჩვენი სოლიდარობა, სხვათა შორის, არ არის მხოლოდ სიტყვიერი სოლიდარობა, ეს არის სოლიდარობა იმ ქვეყნიდან, რომელმაც უკვე განიცადა და რომელიც დღემდე განიცდის ოკუპაციას და ამიტომ ჩვენ კარგად გვესმის, თუ რას გრძნობს დღეს უკრაინელი ხალხი და ჩვენ ამას მთლიანად ვიზიარებთ“, -  განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, ანდჟეი დუდა თბილისში ტრანზიტული ვიზიტით იმყოფებოდა.

პოლონეთის პრეზიდენტი სტოლტენბერგს: NATO-უკრაინა, NATO-საქართველო ფორმატში, სახელმწიფოს მეთაურების დონეზე შეხვედრები გავმართოთ

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ბრიუსელში, NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე საქართველოს საკითხიც განიხილა. ამის შესახებ მან სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე ახსენა თბილისში, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრა. ასევე წაიკითხეთ: რა გზავნილებით ჩამოვიდა ანდჟეი დუდა „რაც შეეხება მომავალ სამიტს, გენერალურ მდივანს ვუთხარი, რომ NATO-უკრაინა და NATO-საქართველო ფორმატში შეხვედრები უნდა გავმართოთ, რომ ამ ქვეყნების მიმართ სოლიდარობა გამოვხატოთ. ეს შეხვედრები სახელმწიფოს მეთაურების დონეზე უნდა გაიმართოს. ეს ქვეყნები ყოველთვის იყვნენ NATO-ს ლოიალური მოკავშირეები და ჩვენც უნდა დავაფიქსიროთ, რომ მარტო არ ვტოვებთ“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა. 3 თებერვალს, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები კვლავ გაგრძელდება და ორშაბათს მორიგი შეხვედრები გაიმართებოდა. პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჰქონდა კონსულტაციები აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და სურს, წარმოადგინოს ის ინფორმაცია, რომელიც პოლონეთს, როგორც ევროკავშირის ქვეყანას აქვს უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ და უკრაინის ირგვლივ. მისივე თქმით, შედგა მნიშვნელოვანი კონსულტაცია თბილისთან. ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ტრაგიკული გამოცდილება რუსეთთან დაკავშირებით.

NATO აღმოსავლეთ ევროპაში გრძელვადიან სამხედრო პოზიციას განიხილავს

NATO განიხილავს გრძელვადიან სამხედრო პოზიციას აღმოსავლეთ ევროპაში, რათა გააძლიეროს თავისი თავდაცვა. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა მიმდინარეობს პროცესის განხილვა. 7 თებერველს, სტოლტენბერგმა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას NATO-ს შტაბ-ბინაში უმასპინძლა. საუბრის თემა უკრაინასა და მის გარშემო რუსული სამხედრო ძალების გაძლიერება იყო. გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ  NATO-ს ძალების მზადყოფნა უკვე გაიზარდა და ალიანსი განიხილავს დამატებითი საბრძოლო ჯგუფების განლაგებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ის მიესალმა იმ ფაქტს, რომ შტატები გზავნის დამატებით ძალებს პოლონეთში, გერმანიასა და რუმინეთში, რაც „ამერიკის ერთგულების ძლიერი დემონსტრირებაა ალიანსის მიმართ“. „თუ რუსეთს ნამდვილად სურს ნაკლები NATO საზღვრებთან ახლოს, ისინი პირიქით მიიღებენ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. NATO ღიაა დიალოგისთვის პოლიტიკური გადაწყვეტის მოსაძებნად: „დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემს მოწვევას რუსეთის მიმართ, რომ NATO-რუსეთის საბჭოში NATO-ს მოკავშირეებს შეხვდეს. ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ მათ შეშფოთებას, განვიხილოთ NATO-რუსეთის ურთიერთობები, რისკის შემცირება და გამჭვირვალობა, შეიარაღების კონტროლი, განიარაღება და გაუვრცელებლობა და სხვა საკითხები, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს უსაფრთხოებაზე. მაგრამ NATO არ წავა კომპრომისზე ძირითად პრინციპებთან მიმართებით, რომ დავიცვათ ყველა მოკავშირე და თითოეული ერის უფლებაა, აირჩიოს საკუთარი გზა“. ლიდერებმა ასევე განიხილეს რუსეთისა და ჩინეთის ბოლო ერთობლივი განცხადება, რომელშიც ორივე ქვეყანა NATO-ს ახალი წევრების მიღების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. სტოლტენბერგის თქმით, ეს არის „მცდელობა, სუვერენულმა ქვეყნებმა უარი თქვან საკუთარი არჩევანის გაკეთების უფლებაზე, ეს უფლებაა დაფიქსირებული ძირითად საერთაშორისო დოკუმენტებში“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO პატივს სცემს ყველა ქვეყნის გადაწყვეტილებას, აირჩიოს თავისი მიმართულება. „ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს და არა, დავბრუნდეთ გავლენის სფეროების ეპოქაში, სადაც დიდ ძალებს შეუძლიათ, სხვებს უთხრან, რისი გაკეთება შეუძლიათ ან არ შეუძლიათ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდნენ. 2 000 ჯარისკაცი ევროპაში მას შემდეგ განლაგდა, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ დამატებით ძალებს გაგზავნის მოკავშირეების მხარდასაჭერად. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან. ამერიკა აღმოსავლეთ ევროპაში 3,000 სამხედროს გზავნის

საქართველოს პრეზიდენტი: მინდა საქართველოს სახელით გამოვხატო სოლიდარობა უკრაინის მიმართ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გამოხატა. ზურაბიშვილმა აღიშნა, რომ ეს არ არის მხოლოდ სიტყვიერი სოლიდარობა, ეს არის სოლიდარობა იმ ქვეყნის მხრიდან, რომელმაც უკვე განიცადა და დღემდე განიცდის ოკუპაციას. „ჩვენ კარგად გვესმის, რას გრძნობს დღეს უკრაინელი ხალხი და ჩვენ ამას მთლიანად ვიზიარებთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.  საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დეესკალაციისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს. „მინდა საქართველოს სახელით გამოვხატო სოლიდარობა უკრაინის მიმართ და არამხოლოდ მის მიმართ, რამეთუ ის საფრთხეები, რომლებიც არსებობს, რეალურად, ემუქრება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას და თუ ვსაუბრობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, ეს ასევე არის ჩვენი უსაფრთხოება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. „ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება, გავცვალოთ ინფორმაცია იმ ძალიან რთული ვითარების შესახებ, რაც დღეს არის უკრიანის მიმართ აგრესიის სახით გამოხატული რუსეთის მხრიდან. აგრესიული ქმედებები, მუქარა, იქნება ეს კიბერშეტევები თუ პირდაპირ სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე, იგივე სამხედრო ძალების გააქტიურება შავ ზღვაზე, ყველაფერი არის ნიშანი იმის, თუ რამდენად არის გადასული პროვოკაციაზე რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა, რაზეც მთელი ევროპული, დასავლური სამყარო პასუხობს მოლაპარაკებებით, მცდელობებით, რომ დარეგულირდეს ეს მდგომარეობა და დეესკალაციისკენ წავიდეს ეს დაძაბული ვითარება, მაგრამ დეესკალაციისთვის, როგორც მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს. ამ ძალიან დაძაბულ ვითარებაში მე მინდა, რომ საქართველოს სახელით გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა ჩვენი მეგობარი უკრაინის მიმართ და არამხოლოდ უკრაინის მიმართ, რამეთუ ის საფრთხეები, რაც არსებობს, რეალურად არის საფრთხეები, რომლებიც ემუქრება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას და თუ ვლაპარაკობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, ეს ასევე არის ჩვენი უსაფრთხოება. ჩვენი სოლიდარობა, სხვათა შორის, არ არის მხოლოდ სიტყვიერი სოლიდარობა, ეს არის სოლიდარობა იმ ქვეყნიდან, რომელმაც უკვე განიცადა და რომელიც დღემდე განიცდის ოკუპაციას და ამიტომ ჩვენ კარგად გვესმის, თუ რას გრძნობს დღეს უკრაინელი ხალხი და ჩვენ ამას მთლიანად ვიზიარებთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, ანდჟეი დუდა თბილისში ტრანზიტული ვიზიტით იმყოფებოდა.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ქიმიური იარაღის გამოყენებამ შესაძლოა, NATO-ს ჩარევა გამოიწვიოს

უკრაინაში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებამ შეიძლება, აიძულოს NATO, გადახედოს გადაწყვეტილებას კონფლიქტში სამხედრო ჩარევის შესახებ, ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა. BBC-სთან საუბრისას ანდჟეი დუდას ჰკითხეს, სჯერა თუ არა, რომ პრეზიდენტი პუტინი ემზადება ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად. დუდამ აქვე დაამატა, რომ ყველას იმედი აქვს, პუტინი ვერ გაბედავს ამის გაკეთებას. „თუ თქვენ მეკითხებით, შეუძლია თუ არა პუტინს ქიმიური იარაღის გამოყენება, მე ვფიქრობ, რომ პუტინს შეუძლია, ახლა ყველაფერი გამოიყენოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ამ რთულ სიტუაციაშია. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, „პოლიტიკური თვალსაზრისით, პუტინმა უკვე წააგო ეს ომი და სამხედრო თვალსაზრისით კი, ის ვერ მოიგებს მას“. „მაგრამ... თუ ის გამოიყენებს მასობრივი განადგურების იარაღს, ეს იქნება თამაშის წესების შეცვლა მთლიანობაში“... „რა თქმა უნდა, [Nato]... უნდა დაჯდეს მაგიდასთან და მათ ნამდვილად მოუწევთ სერიოზულად დაფიქრდნენ, რა გააკეთონ, რადგან ასეთ შემთხვევაში [ქიუმიური იარაღის გამოყენების] საშიში ვითარება იქმნება არამხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“, - აღნიშნა ანდჟეი დუდამ. ასევე წაიკითხეთ პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ქიმიური იარაღის გამოყენებამ შესაძლოა, NATO-ს ჩარევა გამოიწვიოს ჯო ბაიდენი: რუსეთი მძიმე ფასს გადაიხდის, თუ უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს ბორის ჯონსონი: რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს თეთრი სახლი: რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს

ერდოღანი და ანდჟეი დუდა შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება, რათა უკრაინაში რუსეთის აგრესია დასრულდეს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას მასპინძლობს. დისკუსიების მთავარი თემა უკრაინაში ომი იყო. დუდამ მადლობა გადაუხადა ერდოღანს მშვიდობის დამყარების მიზნით გაწეული ძალისხმევისთვის. როგორც ცნობილია, რუსეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ომის პერიოდში სწორედ ანტალიაში შეხვდნენ პირველად. „თურქეთი ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოა რეგიონში. მას დიდი წვლილი მიუძღვის და დიდ როლს ასრულებს მშვიდობისთვის", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა თურქ კოლეგასთან შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე. მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს, შეუერთდნენ ძალისხმევას უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის. თავის მხრივ, ერდოღანმა აღნიშნა, რომ NATO-ს ორმა მოკავშირემ უკრაინის საკითხზე გაცვალეს მოსაზრებები. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ დიპლომატიური ძალისხმევის დაჩქარების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ, რათა დასრულდეს რუსეთის აგრესია უკრაინაში.  „ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. საგარეო საქმეთა მინისტრი (მევლუთ ჩავუშოღლუ) დღეს მოლაპარაკებებს მართავს მოსკოვში. ის ხვალ უკრაინაში გაემგზავრება“, - აღნიშნა ერდოღანმა.  თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი და პოლონეთი მიზნად ისახავენ, შექმნან მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭო კავშირების შემდგომი გაძლიერების მიზნით.

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად, ანდჯეი დუდამ სამხრეთ ევროპაში ტური დაიწყო

პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჯეი დუდამ სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ტური დაიწყო. ევროპარლამენტი ევროკავშირის ლიდერებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ - უკრაინული მედია ევროპარლამენტი მხარს უჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის - განცხადების პროექტი დუდა ეწვევა პორტუგალიასა და იტალიას, რის შემდეგაც რუმინეთში მიიღებს მონაწილეობას NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტში (ბულგარეთი, რუმინეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი). დუდასთან ერთად ევროპულ ტურნეში სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა უნდა წასულიყო, თუმცა მას კორონავირუსი დაუდგინეს და იძულებული გახდა გაეუქმებინა მოგზაურობა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დუდას და ჩაპუტოვას მზადყოფნისთვის ეწვიონ ევროპულ დედაქალაქებს, რათა ლობირება გაუწიონ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს. 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა.   

ლიეტუვის პრეზიდენტი პოლონეთში ანდჟეი დუდას შეხვდა

ძვირფასო ანდჟეი, გმადლობთ, რომ მომიწვიეთ პოლონეთში შეხვედრაზე, მადლობა სტუმართმოყვარეობისთვის, კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის, - ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა პოლონეთში ჩავიდა და კოლეგას, ანდჟეი დუდას შეხვდა.   "მეგობარი! ძვირფასო ანდჟეი, გმადლობთ, რომ მომიწვიეთ პოლონეთში შეხვედრაზე, სტუმართმოყვარეობისთვის, კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის და მომავალი თანამშრომლობისთვის. ჩვენი საერთო საქმისთვის - ლიტვა, პოლონეთი და უკრაინა!" - წერს ნაუსედა TWITTER-ზე.  

ანდჟეი დუდა: რაკეტის ინციდენტი პოლონეთზე თავდასხმა არ ყოფილა

პოლონეთში აფეთქება დიდი ალბათობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვით იყო გამოწვეული, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, დღეს გამართულ პრესკონერენციაზე განაცხადა.  NATO-ს წყარო: ბაიდენის თქმით, პოლონეთში აფეთქება, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტამ გამოიწვია „არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ რაკეტა, რომელიც სოფელ პრჟევოდოვში ჩამოვარდა და ორი ადამიანი ემსხვერპლა, პოლონეთის მიმართულებით ისროლეს და, შესაბამისად, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს პოლონეთზე თავდასხმად“, - განაცხადა ანდჟეი დუდამ.  ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტმა განმარტა, რომ „დიდი ალბათობით“ რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაისროლა. მანამდე მსგავსი მოსაზრებები გამოთქვა მოსკოვსა და ვაშინგტონში. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.  

აშშ-ში ვიზიტის შემდეგ ზელენსკი, პოლონეთში პრეზიდენტ დუდას შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი პოლონელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკი ანდჟეი დუდას აშშ-დან დაბრუნებისას, პოლონეთის ქალაქ ჟეშოვში შეხვდა.  ორი ქვეყნის პრეზიდენტმა 2022 წელი შეაჯამა და იმ რთულ ისტორიულ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც უკრაიონაში, რუსეთის შეჭრამ გამოიწვია. „სახლისკენ გზაზე შევხვდი უკრაინის მეგობარს, პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას. ჩვენ შევაჯამეთ ერთი წლის შედეგები, რომელმაც სრულმასშტაბიანი ომის გამო ისტორიული გამოწვევები მოიტანა. განვიხილეთ სამომავლო სტრატეგიული გეგმები, ორმხრივი ურთიერთობები და ურთიერთქმედება საერთაშორისო დონეზე 2023 წელს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები ლვოვში ჩავიდნენ

პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები ლვოვში ჩავიდნენ, სადაც ისინი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანდჯეი დუდამ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გიტანას ნაუსედამ ლვოვში ხელი მოაწერეს ლუბლიანის სამკუთხედის პრეზიდენტების ერთობლივ დეკლარაციას. „სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან ჩვენ ვგრძნობთ მხარდაჭერას პოლონეთისა და ლიეტუვის მოძმე ხალხისგან. მადლობელი ვარ ანდჯეი დუდასი და გიტანას ნაუსედასი მათი ვიზიტისთვის. მადლობა ჩვენი ხალხის დახმარებისთვის!” - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.  

უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება, მალე ომის საკვანძო მომენტი დადგება - ანდჯეი დუდა

რუსეთის შესაძლო შეტევის შესახებ ცნობების გამო, უახლოეს მომავალში უკრაინაში ვითარება შესაძლოა, კრიტიკული გახდეს.  ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ განაცხადა.  ანდჯეი დუდამ დასავლეთს მოუწოდა გაზარდოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, რადგან რუსეთის წინააღმდეგ ომის საკვანძო მომენტი შესალოა უახლოეს კვირებში დადგეს. „უკრაინას სჭირდება იარაღი, იარაღი და კიდევ მეტი იარაღი. იარაღი ახლა გადამწყვეტია. მნიშვნელოვანია ახლა სამხედრო მხარდაჭერის გაგზავნა, განსაკუთრებით თანამედროვე ტანკები, რაკეტები თავდაცვისთვის, მაგრამ პირველ რიგში, რუსეთის შეტევის შესაჩერებლად", - თქვა დუდამ. პოლონეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში ახალ შეტევას ამზადებს და უკრაინისთვის უკვე მიწოდებული იარაღი შესაძლოა, არ იყოს საკმარისი. „საკმარისია ეს? ვშიშობ, რომ არა. ის, რაც უკვე გავგზავნეთ, საკმარისი არ არის. უკრაინას ჩვენი მეტი ძალისხმევა სჭირდება, ჩვენ უნდა მოვახდინოთ მობილიზება მათ დასახმარებლად. სიტუაცია რთულია და მომდევნო თვეები ან თუნდაც კვირები იქნება საკვანძო მომენტი ამ ომში და ეს მომენტი გვიჩვენებს გადარჩება თუ არა უკრაინა“, - აღნიშნა დუდამ. მანამდე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებებისთვის, მომდევნო ექვსი კვირა შესაძლოა, ძალიან კრიტიკული იყოს.  შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.